ახალი ამბები

ვაქცინაციის ტემპს გაძლიერება სჭირდება და არა გადაფარვა — გაბუნია პლაკატებზე

20 სექტემბერი, 2021 • 1002
ვაქცინაციის ტემპს გაძლიერება სჭირდება და არა გადაფარვა — გაბუნია პლაკატებზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ეხმაურება თბილისში, ვაქცინაციის წამახალისებელი პლაკატის გადაფარვას და ამბობს, რომ ვაქცინაციის ტემპს წახალისება სჭირდება.

დღეს ჟურნალისტებმა გაბუნიას ჰკითხეს, რას ფიქრობს ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის ბანერების გადაფარვაზე.

„კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა. ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს თემა, გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ სოციალური თუ გნებავთ ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად ის, რომ ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს, ცალსახად ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ პოზიციას ემხრობა.

ის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დიდი აქცენტი გაკეთდა პოლიტიკური ბანერებით ვაქცინაციის ბანერების გადაფარვაზე, გასაგებია ეს და კიდევ უფრო უკეთესი იქნება, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს მედიაში უშუალოდ ვაქცინაციის თემებზე. სხვანაირად ჩვენ ვერაფრით დავუბრუნდებით და ავიღებთ იმ ტემპს, რაც გვინდა, რომ გვქონდეს,“ — ამბობს თამარ გაბუნია ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ვერ ექნება პოზიტიური დამოკიდებულება ისეთ ქცევაზე, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ აზარალებს ვაქცინაციის პროცესს.

დღესვე ჟურნალისტებთან საუბარში გაბუნიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში მხოლოდ 7 220 ადამინი აიცრა. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი ძალიან მცირეა, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ უმეტესობა მათ შორის მეორე დოზით იცრებოდა.

ბოლო 24 საათში კოვიდზე 7720 ადამიანი აიცრა, ეს თვე-ნახევრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

მასალების გადაბეჭდვის წესი