ახალი ამბები

ვაქცინაციის ცენტრებისკენ ავტობუსის დამატებითი ხაზები დაინიშნა

16 აგვისტო, 2021 • 934
ვაქცინაციის ცენტრებისკენ ავტობუსის დამატებითი ხაზები დაინიშნა

თბილისის მერიის განცხადებით, 16 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებთან მისასვლელად სპეციალური ტრანსპორტი დამატებით რამდენიმე მისამართზე მოემსახურება.

“ავტობუსი მოქალაქეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცის (კოსტავას 77) მიმართულებით, გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზიდან (პაიჭაძის ქ. პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორია), 10:00-დან 20:00-მდე გადააადგილებს.

შპს „გაგუას კლინიკის“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) მიმართულებით, მგზავრებს 09:00-20:30 საათების განმავლობაში, მოემსახურება ავტობუსი, რომელიც გაივლის შემდეგ მარშრუტს: დიდი დიღომი IV მ/რ, კორპუსი #6-ის მოპირდაპირე ტერიტორიიდან – დ. – პაიჭაძის ქუჩამდე (პოლიკლინიკის მიმდებარედ)”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი