ახალი ამბები

“ოცნებამ” ცაგერში მერობის კანდიდატად ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე დაასახელა

30 ივლისი, 2021 • 2606
“ოცნებამ” ცაგერში მერობის კანდიდატად ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე დაასახელა

ცაგერში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი გიორგი ნემსაძე იქნება. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძის მიერ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

გიორგი ნემსაძე 49 წლისაა. მას საფეხბურთო კარიერის განმავლობაში უთამაშია შვეიცარიის და შოტლანდიის ჩემპიონატებში. ნემსაძე მწვრთნელის რანგში ავარჯიშებდა გორის დილას, თბილისის დინამოს და ა.შ.

ვინ იქნებიან მერობის კანდიდატები “ოცნებიდან” — სია

მასალების გადაბეჭდვის წესი