ახალი ამბები

რამდენიმეშრიანი გადაზღვევა გვაქვს, ვაქცინაზე რეგისტრაცია შეუფერხებლად უნდა წარიმართოს – ტიკარაძე

23 ივლისი, 2021 • 705
რამდენიმეშრიანი გადაზღვევა გვაქვს, ვაქცინაზე რეგისტრაცია შეუფერხებლად უნდა წარიმართოს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით,  ვაქცინაციის პორტალი Booking.moh.gov.ge გამართულად მუშაობს და  “ფაიზერის” 500 ათას დოზაზე, რომელსაც საქართველო აშშ-სგან მიიღებს, რეგისტრაცია შეუფერხებლად უნდა წარიმართოს.

მისი თქმით, სამინისტრომ მნიშნველოვანი მომზადების პროცესი გაიარა, რათა აშშ-ის დონაციას “შესაფერისად” დახვდნენ და მათი ადმინისტრირება შეუფერხებლად შეძლონ.

“როგორც ვიცით, საიტი ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც ჩვენ დღესდღეობით, როგორც მე IT სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი იმის, რომ რამე შეფერხება იყოს, არ არის. მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა და აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებს ვაქცინაციის პორტალზე Booking.moh.gov.ge-დან წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური არა დაუყოვნებლივ, არამედ 24 საათში მიუვათ.

მისი თქმით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდელი სრულიად განახლდა და მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი