აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოს სახელმწიფო მეთაურების სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძეს დაბადების დღე მიულოცა.
“არა მარტო საქართველოს, არამედ მილიონობით ადამიანისთვის ძვირფასი ადამიანი ვახტანგ კიკაბიძე დღეს დაბადებულა, 83 წელი შეუსრულდა, ვულოცავ ბატონ ბუბას დაბადების დღეს და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობაც მეძლევა. ძალიან ენერგიულია, დიდი შთაგონების წყაროა და ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და სიცოცხლის მოყვარულია”, – თქვა ზელენსკიმ.
მომღერალი და მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის პირველი ნომერი იყო, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის დასრულების შემდეგ პარლამენტში არ შესულა.