რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ მათ გადამღებ ჯგუფს.
თავდასხმის შედეგად ჟურნალისტ თორნიკე მანდარიას ჩამსხვრეული აქვს კბილები და ამ წუთებში სამედიცინო დახმარების მიღებას ელოდება. ასევე ნაცემია ოპერატორი დათო ქორიძეც, რომელსაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი.
შსს ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ვინმე მედიაზე ძალადობისთვის.
ფოტოზე:
რადიო “თავისუფლების” ოპერატორი დათო ქორიძე/რადიო “თავისუფლება” — მარცხნივ
რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი თორნიკე მანდარია/”ტაბულა” — მარჯვნივ