ახალი ამბები

საპატრიარქო გმობს მის მიერვე მობილიზებული ადამიანების მხრიდან გამოვლენილ ძალადობას

5 ივლისი, 2021 • 1225
საპატრიარქო გმობს მის მიერვე მობილიზებული ადამიანების მხრიდან გამოვლენილ ძალადობას

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ეკლესიის მიერვე მობილიზებულ ძალადობრივ ჯგუფებს, არ დააზიანონ მოქალაქეები.

საპატრიარქოს თქმით, ის მოუწოდებს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ შეკრებილ მოქალაქეებს, რომ – „ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული.“.

„ქრისტიანობა მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდებს. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან, რათა ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს რაიმე ესკალაცია და არ დაზარალდნენ ჩვენივე თანამემამულეები, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსისა, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა.

სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებებით ვცრელდება კადრები, რომ დღევანდელი შეკრების დროს მოხდა გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ, ვითარების მაქსიმალურად მშვიდობიანად წარმართვისათვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავემიჯნოთ ყოველგვარ აგრესიულ ქმედებას.

უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ადამიანის დაზარალებაც კი საფრთხეს უქნის არა მარტო მას, არამედ აზიანებს მთელ საზოგადოებას და ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას“, – წერს საპატრიარქო.

სასულიერო პირები რამდენიმე დღეა, მრევლს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდებენ, სადაც დღეს, 5 ივლისს, “ღირსების მარშია” დაგგემილი. ეკლესიის მოწოდების შედეგად რუსთაველის გამზირზე ადამიანთა მობილიზება ჯერ კიდევ გასული ღამიდან დაიწყო, დღეს დილით კი ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც დაშავდა, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი, განადგურებულია სატელევიზიო ტექნიკა.

აღნიშნული ძალადობრივი ჯგუფები ასევე შეიჭრნენ “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისებში.

ძალადობრივი ჯგუფები, სულ მცირე, 20 ჟურნალისტს დაესხნენ თავს

მასალების გადაბეჭდვის წესი