ახალი ამბები

მერჩივნა, მხარდამჭერი განცხადება მენახა და პირიქით გვქონოდა სათქმელი — თაბაგარი

2 ივლისი, 2021 • 2496
მერჩივნა, მხარდამჭერი განცხადება მენახა და პირიქით გვქონოდა სათქმელი — თაბაგარი

“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი საზოგადოებრივი მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმაურება.

“საერთოდ არ მიხარია “I told you so” [ხომ გეუბნებოდით] პოსტები ნამოხვანის მოძრაობაზე. მერჩივნა, მათი მხარდამჭერი განცხადება მენახა და პირიქით გვქონოდა სათქმელი. თუმცა არ გამართლდა მოლოდინები ამ მოძრაობის ლიდერების ღირებულებებზე. პრობლემურ ნაციონალისტურ და შოვინისტურ ნარატივებს, ტიპებმა ღიად ჰომოფობიაც და ძალადობის წახალისებაც დაუმატეს. კვერი დაუკრეს ფალავანდიშვილებს და საპატრიარქოს. ეს მაშინ, როცა ქვიარები მათი ბრძოლის ნაწილი იყვნენ პირველი დღიდან”, — წერს გიორგი თაბაგარი.

1-5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ პრაიდის კვირეულს მართავს.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, რომელიც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორია, “თბილისი პრაიდი” “სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად” შეაფასა და განცხადებით გაემიჯნა.

ვემიჯნებით “თბილისი პრაიდს” — მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის”

მასალების გადაბეჭდვის წესი