ახალი ამბები | ,

“არავის სჭირდება ის კარვები” — ხუნდაძე ოპოზიციას

28 ივნისი, 2021 | | 570
“არავის სჭირდება ის კარვები” — ხუნდაძე ოპოზიციას

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას მოუწოდებს, კარვების ნაცვლად პარლამენტში იმუშაონ.

“პრობლემები არის ბევრი მიმართულებით, მაგრამ თქვენ რასაც ხატავთ, თითქოს აპოკალიფსია, ქვეყანა იქცევა… არა, ქვეყანა პოზიტიურად ვითარდება. პანდემიის დროს ეს პოზიტიური დინამიკა გარკვეულწილად შეფერხდა, მაგრამ ჩვენ შევძლებთ, რომ დავძლიოთ. მაგრამ თქვენც უნდა გქონდეთ ამის სურვილი, არ უნდა გასცდეთ რეალობას და სიცრუით არ უნდა იცხოვროთ.

და არავის სჭირდება ის კარვები, რაც იქ არის და ზედმეტ დაძაბულობას ქმნით. იმუშავეთ არა კარვებში, არამედ პარლამენტში”, — მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის მოხსენებას განიხილავენ.

პარლამენტში თითქმის მთელი ოპოზიციის შესვლის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის ბოიკოტის პარალელურად გაშლილი კარვები კვლავ რჩება.

ვინ და რატომ რჩება კარვებში, ნახეთ აქ:

ვინ და რატომ რჩება კარვებში პარლამენტის წინ

მასალების გადაბეჭდვის წესი