ახალი ამბები

გურიას ახალი გუბერნატორი ჰყავს

28 ივნისი, 2021 •
გურიას ახალი გუბერნატორი ჰყავს

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დაინიშნა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი ურუშაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნამდე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, ხოლო მანამდე, სხვადასხვა თანამდებობაზე —  ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

გიორგი ურუშაძემ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი სახოკია შეცვალა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სახელმწიფო სააგენტოში მრჩევლად დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი სახოკიას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. გიორგი სახოკია გურიის გუბერნატორის პოზიციაზე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, 2021 წლის თებერვალში დაინიშნა.

გურიის სახელმწიფო რწმუნებული სხვა თანამდებობაზე გადადის — პრესსამსახური

 

მასალების გადაბეჭდვის წესი