ახალი ამბები

გურიის სახელმწიფო რწმუნებული სხვა თანამდებობაზე გადადის — პრესსამსახური

26 ივნისი, 2021 • 1469
გურიის სახელმწიფო რწმუნებული სხვა თანამდებობაზე გადადის — პრესსამსახური

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი სახოკიას პრესსამსახურის თანახმად, ის სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას. ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, კონკრეტულად სად გადაჰყავთ სახოკია.

“არ გადაუყენებიათ, უბრალოდ, გადადის სხვა სამსახურში. თუ სად გადადის, ამის შესახებ გახდება ცნობილი ორშაბათს, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ”, — გვითხრეს პრესსამსახურში.

გიორგი სახოკია სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მიმდინარე წლის 9 თებერვალს დანიშნა. მანამდე ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

2014 წლიდან სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი