ახალი ამბები

თუ მოსამართლეთა დანიშვნა არ შეჩერდება, ეს იქნება დაკარგული შანსი – დეგნანი

19 ივნისი, 2021 • 1426
თუ მოსამართლეთა დანიშვნა არ შეჩერდება, ეს იქნება დაკარგული შანსი – დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება, ეს სისტემის რეფორმირებისთვის დაკარგული შანსი იქნება.

ჟურნალისტებთან საუბარში კელი დეგნანი თავდაპირველად ვენეციის კომისიის ახლად გამოქვეყნებულ დოკუმენტს შეეხო. დოკუმენტში, რომელიც 18 ივნისით თარიღდება, ნათქვამია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს არ შეუსრულებია.

მათ შორის, არის ცესკოს წარმომადგენელთა საკითხი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩეველზე ზეწოლის საკითხი და სხვა.

„ვენეციამ აღნიშნა, რომ არის ძირითადი ასპექტები კანონპროექტში [საარჩევნო კოდექსის] გასათვალისწინებელი. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი დარჩენილ დროს გამოიყენებს გაითვალისწინებს რეკომენდაციებს იმისთვის, რომ საარჩევნო რეფორმა ეფექტური იყოს და საქართველოს მოსახლეობას არჩევნების მიმართ მაღალი ნდობა გაუჩნდეს,“ – აცხადებს კელი დეგნანი დღეს 19 ივნისს ჟურნალისტებთან. მისი სიტყვების თარგმანს ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

რაც შეეხება მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, აშშ-ს ელჩი იმედოვნებს, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში გაუმჯობესდება. თუმცა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს.

„დაახლოებით 25 წელია აშშ ამ სისტემის გაუმჯობესებაში ეხმარება საქართველოს, პროცესი უნდა გაგრძელდეს და კარგი იქნებოდა ეს ინკლუზიური წესით მოხდეს და ყველა მხარის ინტერესი გათვალისწინებული იყოს.

ეს დამოკიდებულია პარლამენტზე და მმართველ გუნდზე, შეაჩერებენ თუ არ ამ პროცესს. ამით გამოჩნდება რამდენად ერთგული არიან 19 აპრილის შეთანხმების მიმართ. მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება, ეს თუ ასე არ მოხდება, წამოჭრის სხვადასხვა საკითხებს. თუ პროცესი გაგრძელდება, მაშინ ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შანსი,“ – აცხადებს ის.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 17 ივნისს თანამდებობებზე 46 მოსამართლე დაინიშნა. მათ შორის ერთი, იუსტიციის საბჭოს წევრის შვილია. 

ამ გადაწყვეტილების გამო იუსტიციის უმაღლესი საბჭო არაერთმა მხარემ გააკრიტიკა, მათ შორის, ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

ამ თემაზე ვრცლად:

იუსტიციის საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად 9 მოსამართლე შეარჩია

იუსტიციის საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად 9 მოსამართლე შეარჩია

მასალების გადაბეჭდვის წესი