ახალი ამბები

იუსტიციის საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად 9 მოსამართლე შეარჩია

17 ივნისი, 2021 • 1213
იუსტიციის საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად 9 მოსამართლე შეარჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენად კონკურსის ბოლო ეტაპზე გადასული ცხრავე კანდიდატი შეარჩია.

ესენი არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ აირჩიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ ჩერდება სასამართლო სისტემაშიც. დღესვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კენჭს უყრიან თბილისის საქალაქო, სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი