ახალი ამბები

რაც კი პრობლემა დაგროვდა, ყველა გახარიას სპეცოპერაციებს უკავშირდება – კობახიძე

15 ივნისი, 2021 • 1570
რაც კი პრობლემა დაგროვდა, ყველა გახარიას სპეცოპერაციებს უკავშირდება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ის პრობლემები, რომლებიც პარტიას დაუგროვდა, ძირითადად ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უკავშირდება.

„მთავარ არხთან“ ინტერვიუს დროს კობახიძე აცხადებს, რომ შესალოა, გიორგი გახარია მოქმედებდა გარკვეული გავლენებით და მის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა კითხვები.

„რაც კი პრობლემა დაუგროვდა იმ 1-წლიან მონაკვეთში, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომელიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული, ეს პირველი იყო მესტიაში, ტყის ჭრას უკავშირდებოდა და ისე არასწორად იყო დაგეგმილი ოპერაცია, რომ შსს-ს მოუწია გამოსვლა. უხეში ფორმით მოხდა ყველაფერი, შემდეგ ბასიანი იყო და არასწორად დაგეგმილი ოპერაცია, უნდა გავიხსენოთ, რომ შემდეგ ბოდიშიც მოუხადა. პანკისი იყო აბსოლუტურად მძიმედ დაგეგმილი სპეცოპერაცია და მძიმე სურათი, შეურაცხყოფა მიაყენებინა შსს-ს თანამშრომლებზე…“ ,– აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, იყო ეს შეცდომები არასწორი მენეჯმენტის შედეგი – „თუ გავლენების შედეგი, რაც დანაშაულამდე მიდის, ეს მე არ ვიცი“.

ნახეთ ასევე:

უნდა უპასუხოს, თუ რატომ თამაშობდა სააკაშვილის თამაშს — კობახიძე გახარიაზე

გუნდურობის მაგალითია – კობახიძე განმარტავს, რატომ აქებდა გახარიას წარსულში

მასალების გადაბეჭდვის წესი