ახალი ამბები

სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას 90 ხმა დასჭირდება – რეგლამენტში ცვლილებები შედის

14 ივნისი, 2021 • 955
სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას 90 ხმა დასჭირდება – რეგლამენტში ცვლილებები შედის

პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5, ანუ 90 ხმა დასჭირდება.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ბიუროს წარედგინა დღევანდელ, 14 ივნისის სხდომაზე.

რეგლამენტში ცვლილებების შეტანა 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია. სწორედ შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, “პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი