ახალი ამბები

რეგლამენტში ოპოზიციისთვის განკუთვნილი ცვლილებები შევიდა

28 მაისი, 2021 • 1009
რეგლამენტში ოპოზიციისთვის განკუთვნილი ცვლილებები შევიდა

88 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ფრაქციების შექმნის წესი იცვლება.

რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ერთი საარჩევნო სიით წარდგენილ პარლამენტის წევრებს, თუ ისინი იქნებიან უპარტიოები ან დატოვებენ ბლოკში შემავალ პარტიას, შესაძლებლობა ექნებათ, სხვა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შექმნან ფრაქცია ან შეუერთდნენ სხვა ფრაქციას.

ასევე, ერთი პარტიული სიით გასულ პარლამენტის არანაკლებ 4 წევრს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ეძლევა. პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რაც ფრაქცია, გარდა ფრაქციისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებებისა. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია.

მაშასადამე, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ “ევროპელი სოციალისტები”, თუმცა ვერ შეძლებს გახარიას გუნდი, რადგან პარლამენტში არსებობს ფრაქცია “ქართული ოცნება”.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები ერთჯერადია და მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტში იმოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი