ახალი ამბები

ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერის საკითხიც განიხილება – სტოლტენბერგი

12 ივნისი, 2021 • 1282
ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერის საკითხიც განიხილება – სტოლტენბერგი

ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში უნდა გაიმართოს, საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის დღის წესრიგის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 14 ივნისს დაგეგმილი სამიტი მნიშვნელოვანი მომენტია ალიანსისა და კოლექტიური უსაფრთხოებისათვის.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მოკავშირეები ასევე განიხილავენ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.

“მოკავშირეები განიხილავენ მთელ რიგ სხვა საკითხებს[…] ასევე,  ჩვენი ღირებული პარტნიორების, საქართველოსა და უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერის საკითხს”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

14 ივნისს დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველო და უკრაინა მიწვეულები არ არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი