ახალი ამბები

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინამ კურსკის ოპერაციისას ბევრს მიაღწია

5 სექტემბერი, 2024 •
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინამ კურსკის ოპერაციისას ბევრს მიაღწია

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციისას ბევრს მიაღწია. თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ რთულია ვითარების შემდგომი განვითარების პროგნოზირება.

„მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გააკეთონ აუცილებელი რთული არჩევანი, მაგალთად იმის თაობაზე, თუ სად განათავსონ თავიანთი ძალები და ომის როგორი ტიპია შესაფერისი ამ სიტუაციაში“, – ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“.

სტოლტენბერგი ხაზს უსვამს, რომ უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის იმ რაკეტებით, რომლებსაც დარტყმის განხორციელება რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე აქვთ.

„მოხარული ვარ, რომ ნატოს ბევრმა ქვეყანამ უკრაინას ასეთი შესაძლებლობა მისცა, ხოლო ისინი, ვისაც შეზღუდვები აქვს, მათ არბილებენ, რათა უკრაინამ თავდაცვა შეძლოს“, – აცხადებს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი