ახალი ამბები

ნაკაიძე და სამნიძე პარლამენტში პირბადის გარეშე ყოფნისთვის დაჯარიმებას ითხოვენ

8 ივნისი, 2021 • 1669
ნაკაიძე და სამნიძე პარლამენტში პირბადის გარეშე ყოფნისთვის დაჯარიმებას ითხოვენ

პარლამენტის დეპუტატები, ტარიელ ნაკაიძე და ხათუნა სამნიძე მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დააჯარიმონ იმისთვის, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს, 8 ივნისს, პირბადის გარეშე იყვნენ. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებით პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში.

“დღეს “რადიო თავისუფლებამ” გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ასახული ვარ უპირბადოდ. აქვე ჟურნალისტმა მიუთითა რეგულაციასა და შესაბამის სანქციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ ვეთანხმები პირბადის ყველგან ტარების ვალდებულებას, ვფიქრობ, დღეს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის ქმედება არ იყო სწორი, რადგან ეს წესი მოქმედებს და არაერთი მოქალაქე არის დაჯარიმებული აღნიშნული წესის დარღვევისთვის. ამიტომ, თავს არ მივცემ უფლებას, ჩემს შემთხვევაში დაშვებული იქნეს გამონაკლისი და მოვუწოდებ შესაბამის უწყებას, დროულად გამომიგზავნოს შესაბამისი ჯარიმის ქვითარი”, — წერს ტარიელ ნაკაიძე თავის ოფიციალურ გვერდზე.

“მეც გიერთდები!” — ასე ეხმაურება “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დეპუტატი ხათუნა სამნიძე ნაკაიძის პოსტს. პარლამენტის სხდომათა გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ორივე დეპუტატს პირბადე არ უკეთია. მათ გარდა სხდომათა დარბაზში არაერთი დეპუტატი იმყოფებოდა პირბადის გარეშე, რაც კოვიდრეგულაციების დარღვევაა.

მაგალითად, კადრებში ჩანს, რომ პირბადე არ ეკეთათ იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს, გუბაზ სანიკიძეს, თაკო ჩარკვიანს, შალვა შავგულიძეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი