ახალი ამბები

გამჭვირვალობის ნაკლებობა შოკისმომგვრელია — ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნამახვანზე

2 ივნისი, 2021 •
გამჭვირვალობის ნაკლებობა შოკისმომგვრელია — ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნამახვანზე

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, „მწვანეების“ წევრი ჰაიდი ჰაუტალა, რომელიც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს, ამბობს, რომ ნამახვანჰესის კონტრაქტთან დაკავშირებით გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა შოკისმომგვრელია.

“მივესალმები ქართველი ხალხის ახალი ტიპის მობილიზებას ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა საიდუმლო კონტრაქტებთან დაკავშირებით შოკისმომგვრელია”, — წერს დეპუტატი Twitter-ზე.

 

„საშიში პრეცედენტი“ – ბლოკპოსტი და ბარიკადები რიონის ხეობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი