ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რატკლიფი, დაუანონსებელი ვიზიტით ეწვია მოსკოვს.
წყაროებმა, რომლებიც იცნობენ ვითარებას, CBS News-ს განუცხადეს, რომ რატკლიფი მოსკოვში შეხვედრების გამართვის მიზნით ჩავიდა.
ცნობები მისი ვიზიტის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც მოსკოვის აეროპორტში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-17A Globemaster III და ამერიკული დიპლომატიური კორტეჟი შენიშნეს.
ვიზიტი ცალკე დაადასტურა Axios-მაც, ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
Financial Times იტყობინება, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ კიევს სთხოვა, ვიზიტის პერიოდში დროებით შეეჩერებინა შორ მანძილზე დარტყმები რუსეთის მსხვილ ქალაქებზე.
CIA-ს ან თეთრ სახლს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარიამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
ვიზიტი მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა შეჩერებულია აშშ-ის შუამდგომლობით გამართული მოლაპარაკებები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად.
