ახალი ამბებირეკლამა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში სასტიპენდიო კონკურსები ცხადდება

28 მაისი, 2021 • 1097
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში სასტიპენდიო კონკურსები ცხადდება

თბილისიწიგნის მსოფლიო დედაქალაქისფარგლებში, მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლობებისთვის, სასტიპენდიო კონკურსები ცხადდება. კონკურსები გამორჩეული და მნიშვნელოვანია იმით, რომ არა მხოლოდ გამოცდილ, არამედ დამწყებ ავტორებსა და მთარგმნელებსაც აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ სოლიდური სტიპენდია ახალი ენის შესასწავლად, ან დაწყებული ნაწარმოებების დასასრულებლად.

„თბილისი – წიგნის მოსფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი, ლუკა გრიგოლია, თითოეული სასტიპენდიო პროგრამის პირობებსა და წესებზე საუბრობს

სტიპენდია მთარგმნელებისთვის

28 მაისს გამოცხადებული კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მთარგმნელებს იმ ენების შესწავლასა და დახვეწაში, საიდანაც ლიტერატურა ქართულ ენაზე იშვიათად ითარგმნება. პრიორიტეტული ენებია: იაპონური, პორტუგალიური, უნგრული, შვედური, ჩინური, ფინური, ესპანური, იტალიური, კორეული და არაბული.

განაცხადების მიღება დასრულდება 16 ივნისს. 30 ივნისამდე გამოვლინდება 5 გამარჯვებული. გამარჯვებულებს სამი წევრისგან შემდგარი კომისია გამოავლენს.

 მთარგმნელმა სასტიპენდიო კონკურსზე უნდა წარადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი რეზიუმე და ნაწყვეტი თარგმანიდან, რომლის დასრულებასაც აპირებს. თუ მთარგმნელი დამწყებია და არ აქვს გამოცემული არცერთი თარგმანი, მაშინ კონკურსზე გაურედაქტირებელი ტექსტის რამდენიმე გვერდი უნდა გაგზავნოს, რათა ჟიურის, მის მთარგმნელობით შესაძლებლობებზე, წარმოდგენა შეექმნას

ასევე, საჭირა, სამოტივაციო წერილი, რომელშიც მთარგმნელმა უნდა ახსნას და დაასაბუთოს, თუ რატომაა მისთვის მნიშვნელოვანი ახალი უცხო ენის შესწავლა. ჟიურისთვის გადამწყვეტი იქნება, როგორ დაასაბუთებს მთარგმნელი მისთვის ახალი ენის შესწავლის აუცილებლობას

მართალია, ჩვენ უკვე შერჩეული გვაქვს პრიორიტეტული ენები, თუმცა მთარგმნელმა, შეიძლება, ისეთი ენა შემოგვთავაზოს, რომელიც სიაში არ არის. ამ მხრივ შეზღუდვა არ გვაქვს. უპირატესობა მიენიჭება მთარგმნელებს, რომლებმაც სასურველი ენა რაღაც დონეზე მაინც იციან, ვთქვათ A1 დონეზე. შესაძლოა, კონკურსის მონაწილე იყოს დამწყები მთარგმნელი, ამრიგად, არ გვაქვს მოთხოვნა, რომ თარგმანი აუცილებლად ჰქონდეს გამოცემული. საბოლოოდ, გამოვავლენთ ხუთ გამარჯვებულს, რომლებსაც ახალი ენის სწავლას დავუფინანსებთ,“ – ამბობს ლუკა გრიგოლია.  

მთარგმნელებისთვის სტიპენდია განისაზღვრება 10 თვის ვადით. 5 მთარგმნელს, ენის ინტენსიური სასწავლო კურსი, ყოველთვიურად, 500 ლარით დაუფინანსდება.

სტიპენდია ქართულენოვანი მწერლებისთვის

სტიპენდია განკუთვნილია თანამედროვე ქართველი ავტორების ხელშესაწყობად. განაცხადების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის 31 მაისს და დასრულდება 21 ივნისს.   სარედაქციო კომისია საუკეთესო კანდიდატებს 30 ივნისს გამოავლენს

როგორც ლუკა გრიგოლია ამბობს, კონკურსს არ აქვს პრიორიტეტული ჟანრები და არც ავტორის ასაკია განსაზღვრული. მისივე თქმით, სამოტივაციო წერილში, აუცილებლად უნდა ჩანდეს, რა მიზნით იწერება ნაწარმოები. ასევე, ავტორმა უნდა წარმოადგინოს ბიოგრაფია და სინოფსისი, სადაც აღწერილი იქნება ნაწარმოების ძირითადი იდეა და აქცენტები. ან ავტორმა უნდა წარმოადგინოს ნაწყვეტი ტექსტიდან, რომლის დასრულებასაც აპირებს. აუცილებელია ქართულ გამომცემლობასთან დადებული ხელშეკრულებაც, რომელიც მოწმობს, რომ კონკრეტული ნაწარმოები ნამდვილად გამოიცემა 2023 წლის აპრილამდე.

შესაძლოა, წიგნზე მუშაობა ავტორს ჯერ არ ჰქონდეს დაწყებული, მაგრამ ჰქონდეს იდეა და მონახაზი. ამ შემთხვევაში, სასურველია, სინოფსისში აღწეროს, ზუსტად რის დაწერას აპირებს. ჟიური 5 გამარჯვებულ ავტორს გამოავლენს. თითოეული მათგანისთვის 4000 ლარიანი სტიპენდიაა განსაზღვრული. პანდემიის დროს, სხვა ქვეყნებში, ხელოვანების დასახმარებლად, მთელი რიგი პროგრამები განხორციელდა. ჩვენც ძალიან გვინდოდა, რომ, ამ ტიპის მხარდამჭერი პროექტი, ჩვენი მხრიდანაც განგვეხორციელებინა,“ამბობს პროექტის კოორდინატორი, ლუკა გრიგოლია

სტიპენდია გამომცემლებისთვის

კონკურსის მიზანი თარგმნილი ლიტერატურის გამოცემის ხელშეწყობაა. განაცხადების მიღება დაიწყება, მიმდინარე წლის, 4 ივნისს და დასრულდება 21 ივნისს. კომისია, საუკეთესო კანდიდატებს, ივნისის ბოლომდე შეარჩევს.

გამარჯვებულ გამომცემლობებს, სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში, დაუფინანსდებათ ამა თუ იმ წიგნის საავტორო უფლებების შესყიდვა (კონკრეტული წიგნის საავტორო უფლების ღირებულების გათვალისწინებით). სტიპენდია, დაახლოებით, 10 გამომცემლობაზე გაიცემა საავტორო უფლებების საყიდლად საჭირო, სრული ან ნაწილობრივი ხარჯის დასაფარად

პროექტის კოორდინატორი, ლუკა გრიგოლია გვეუბნება, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ გამომცემლობებმათბილისიწიგნის მსოფლიო დედაქალაქისფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად: გამომცემლობებმა უნდა წარმოგვიდგინონ ინვოისი ან ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია თანხა, რაც მათ საავტორო უფლებების საყიდლად სჭირდებათ. აუცილებელია ასევე წერილობითი არგუმენტაცია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული ნაწარმოების თარგმნა, რით არის ტექსტი გამორჩეული და ..

მასალების გადაბეჭდვის წესი