ახალი ამბები

ბოლქვაძემ დმანისის ინციდენტზე „ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ატმოსფერო“ ახსენა

18 მაისი, 2021 • 5305
ბოლქვაძემ დმანისის ინციდენტზე „ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ატმოსფერო“ ახსენა

პარლამენტარმა „ქართული ოცნებიდან“, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ დმანისში ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანულ თემებს შორის კონფლიქტზე საუბრისას „ორი სახელმწიფო“ ახსენა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საკითხი „ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ ატმოსფეროში გადაწყდება“.

„საქართველოსთვის ყველა თავისი მოქალაქე არის ძალიან ძვირფასი. რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტი იქნება დარეგულირებული, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება სამართლიანად გადაწყვეტილი კონფლიქტი. გამოიძიებენ იმ ადამიანებს, ვინც ამ კონფლიქტს ან აღვივებდა, ან დაიგეგმა წინასწარ, ან არ დაიგეგმა წინასწარ და ამას ყველაფერს აუცილებლად მიხედავს სახელმწიფო და გადაწყდება ყველაზე საუკეთესო, მეგობრულ ატმოსფეროში, დარწმუნებული ვარ, ორ სახელმწიფოს შორის“, – განაცხადა ბოლქვაძემ 17 მაისს აჭარის ტელევიზიის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ [სტილი დაცულია].

დმანისში ადგილობრივ ქართველ და აზერბაიჯანულ თემებს შორის დაპირისპირება დაახლოებით ორი დღე გაგრძელდა და საბოლოოდ, ორი ჯგუფის წარმომადგენლების შერიგებით დასრულდა.

ქართველი ექსპერტებისა და ყოფილი სახელმწიფო მოხელეების შეფასებით, ეს შერიგება „ცალკეული ხასიათისაა და ვერ აგვარებს უშუალოდ პრობლემას“, ხოლო დმანისის ინციდენტის დროს მიერ ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ აზერბაიჯანი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეა, „არის სახიფათო და შეიცავს სუვერენიტეტის გაქრობის საფრთხის ნიშნებს“.

ვრცლად ამ საკითხზე:

რა მოხდა დმანისში, რამდენად მყარია შერიგება და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

ნახეთ ასევე:

საჯაროდ შერიგება დმანისში [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი