ახალი ამბები

როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის, ყველა ევროპულ პარლამენტში დგას – ბოლქვაძე

14 ნოემბერი, 2023 • 1189
როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის, ყველა ევროპულ პარლამენტში დგას – ბოლქვაძე

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის განცხადებით, პარლამენტში როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის.

ამის შესახებ მან დღეს, 14 ნოემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითიც ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის რეპლიკას უპასუხა. რომან გოცირიძე ბიუროს სხდომაზე საუბრობდა, რომ პარლამენტი ოპოზიციის კანონპროექტებს არ განიხილავს. მისი თქმით, პარლამენტი სამი წელია ელისო ბოლქვაძის ინიციატივასაც არ იხილავს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში როიალის დადგმას შეეხება.

„აგერ, სამი წელი გთხოვთ  [ელისო ბოლქვაძე], როიალი დამიდგითო და ვერ დაუდგით, არ გრცხვენიათ?!“, – განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძის პასუხად ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, რომ როიალი ყველა ევროპულ პარლამენტში დგას.

„ძალიან ბევრი სპეკულაციებია [პარლამენტში] ამ როიალის დადგმასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები. კონცერტები და კლასიკური მუსიკა გართობის თემა არ არის. ეს არის ცნობიერების ამაღლება“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი