ახალი ამბებისამართალი

დმანისში 15 წლის ბიჭმა 17 წლის თანასოფლელი მოკლა – შსს

16 ნოემბერი, 2023 • 2447
დმანისში 15 წლის ბიჭმა 17 წლის თანასოფლელი მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის ბიჭმა 17 წლის თანასოფლელი მოკლა.

შემთხვევა გუშინ, 15 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა დაპირისპირება, რომელშიც სოფლის სხვა ახალგაზრდებიც იყვნენ ჩართული.

დაკავებული და მოკლული ერთ სკოლაში სწავლობდნენ.

15 წლის მოზარდი უკვე დაკავებულია და, სავარაუდოდ, ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი