ახალი ამბები

ქრისტინა ფუშოუ ფლორიდის გუბერნატორის პრესმდივნად დაინიშნა

18 მაისი, 2021 • 2520
ქრისტინა ფუშოუ ფლორიდის გუბერნატორის პრესმდივნად დაინიშნა

ქრისტინა ფუშოუ, რომელიც საქართველოში ცნობილია როგორც ქრისტინე ფშაველა, აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორის პრესმდივანად დაინიშნა.

ინფორმაციას ადგილობრივი The Capitolist ავრცელებს, თუმცა ახალი თანამდებობის შესახებ ფუშოუმ თვითერის ანგარიშზეც მიუთითა.

ფუშოუ თანამდებობაზე რესპუბლიკური პარტიის წევრმა, გუბერნატომა რონ დესანტისმა რამდენიმე დღის წინ დანიშნა.

ქრისტინა ფუშოუ, რომელიც თავს კონსერვატიული ხედვების ჟურნალისტად აღწერს, მანამდე მუშაობდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილთან. მედიაკონსულტაციის კუთხით.

ის საქართველოში ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივას“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი