ნეტგაზეთი | თბილისში ისრაელის სოლიდარობის აქცია გაიმართა თბილისში ისრაელის სოლიდარობის აქცია გაიმართა – Netgazeti
RU | GE  

თბილისში ისრაელის სოლიდარობის აქცია გაიმართა

თბილისში, რიყის პარკში, დღეს 16 მაისს ისრაელის სოლიდარობის აქცია გაიმართა.

მანამდე, თბილისში დედა ენის პარკში პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია არაბმა სტუდენტებმა გამართეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, “ღაზას ოპერაცია სრული ძალით გრძელდება”. მანამდე მან განაცხადა, რომ ოპერაცია არ დასრულდებოდა “სრული სიწყნარის მიღწევამდე”.

ალ-ჯაზირას თანახმად, ღაზას სექტორში კვირა დღეს, ამ დროისთვის დაბომბვებს შეეწირა სულ მცირე 42 ადამიანის სიცოცხლე.

ურთიერთდაბომბვების დაწყებიდან ამ დრომდე, ღაზას სექტორში დაიღუპა სულ მცირე 192 ადამიანი, მათ შორის 58 ბავშვი და 33 ქალი. დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის საპოლიციო ძალებთან შეტაკებებს ემსხვერპლა 13 მოქალაქის სიცოცხლე.

ისრაელის განცხადებით, ჰამასისა და სხვა გასამხედროებული დაჯგუფებების დაბომბვებს ემსხერპლა ათი ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის ორი ბავშვია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან მობ: +995 574131276; ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com