ახალი ამბებირეკლამა

IT მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის

13 მაისი, 2021 •
IT მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის

ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამ პროცესების სწორად და ეფექტურად მართვა კომპანიებისთვის დიდი გამოწვევაა. IT-ის მნიშვენლობა განსაკუთრებით გამოიკვეთა პანდემიის დროს და ის კომპანიები, რომლებსაც ამ მიმართულების პროცესები კარგად ქონდათ აწყობილი, მარტივად გაუმკლავდნენ მის გამოწვევებს.

IT მენეჯმენტი, იგივე ინფორმაციული ტექნოლოგების მართვა კომპანიებში უზრუნველყოფს ტექნოლოგიების უკეთ მუშაობას როგორც დამოუკიდებელ პროცესს, ისე ფართო ქსელის ნაწილს. ამ პროცესების განხორციელება შეიძლება დიდი ნაბიჯი იყოს და გავლენას ახდენდეს ბიზნესის მრავალფეროვან ასპექტზე, მაგრამ მისი მარტივად მართვა სწორად შერჩეული რესურსით შესაძლებელია. ერთ-ერთი ასეთი რესურსი თანამშრომელია, რომელიც ასრულებს ძირითადი მენეჯმენტის ფუნქციებს, დაკავშირებული პერსონალთან და ბიუჯეტირებასთან, ასევე ქსელის სისტემების დაგეგმვასთან და გამოყენებასთან.

იმისთვის, რომ საქართველოში IT მიმართულებით შესაბამისი კადრების კონკურენტული ბაზარი შეიქმნას, BDO Academy-ში იწყება კურსი IT მენეჯმენტში, რომელსაც BDO Georgia-ს პროფესიონალები: ხატია ბაბუხადია (BDO Georgia-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი) და ანზორ მეხრიშვილი (BDO Georgia-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი) გაუძღვებიან.  

IT მენეჯმენტი ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესების გამარტივებას და მათ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, BDO Academy-ის კურსის მიზანია IT მიმართულების მენეჯერებმა და ხელმძღვანელებმა ეფექტურად მართონ გუნდი და IT პროექტები, ასევე მოახდინონ IT ინვესტიციების მაქსიმალური რეალიზაცია და მინიმუმამდე შეამცირონ ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

„სწრაფი ადაპტაცია ახალ გამოწვევებთან, გუნდის მოტივირება და სამუშაო პროცესის უწყვეტად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით წარმართვა, დიდ ძალისხმევას მოითხოვს მათგან, ვინც მართავს IT პროცესებს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ პრევენცია პოტენციური ინციდენტების და სტანდარტებთან შესაბამისობა არის გარანტია კომპანიის ბიზნეს-პროცესების უწყვეტობისა.  სწორედ IT-ისა და IS-ის მართვის მიმართულებით ცოდნის მიღებას უზრუნველყოფს BDO Academy-ში IT მენეჯმენტის კურსი“, – ხატია ბაბუხადია (BDO Georgia-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი)

IT მენეჯმენტის კურსი BDO Academy-ში 8 ივნისიდან იწყება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი