ახალი ამბებირეკლამა

BDO Academy-ის საგამოცდო ცენტრები 1 ივლისიდან განაახლებს მუშაობას

1 ივლისი, 2020 • 1047
BDO Academy-ის საგამოცდო ცენტრები 1 ივლისიდან განაახლებს მუშაობას

BDO Academy-ში ACCA CBE-სა და Pearson VUE-ს საგამოცდო ცენტრების მუშაობა აღდგა. გამოცდებზე გასვლა შესაძლებელია შეზღუდულ დღეებში: 

[checklist]

  • ACCA CBE –  სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს – 11:00-18:00
  • Pearson VUE – ოთხშაბათსა და ხუთშაბათს – 11:00-18:00

[/checklist]

ამასთან, COVID-19-ის პანდემიის გამო, ACCA Global სტუდენტებს აძლევს საშუალებას დარეგისტრირდნენ, დაჯავშნონ და ჩააბაროთ CBE-ის გამოცდები სახლიდან გაუსვლელად.

BDO Academy-ში საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციისთვის მიჰყევით მითითებულ ბმულს.

„BDO Academy-ის საგამოცდო ცენტრები სუფთავდება ინტენსიურად ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით. დაწესებულება აღჭურვილია ანტიბაქტერიული ხელის დასაბანი საშუალებებით, რომელიც შეიცავს 70%-იან ალკოჰოლს და დახურული ურნით, რომელშიც მხოლოდ პირბადეების და ხელთათმანების გადაყრაა ნებადართული.

დაწესებულებაში შემოსვლისთანავე მოხდება პირების თერმოსკრინინგი, რათა გაკონტროლდეს როგორც კომპანიის თანამშრომლების, ასევე ნებისმიერი სტუმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში (37+ ტემპერატურა) მოხდება აღრიცხვა და დაუყოვნებლივ გადაეცემა 112-ის ცხელ ხაზს. დაწესებულებაში გაკრული ყველა წესის დაცვა სავალდებულოა ვიზიტორებისთვის“. – თინათინ იზორია BDO Academy-ის მენეჯერი.

საგამოცდო ცენტრში გასათვალისწინებელი ძირითადი რეკომენდაციები:

  • გამოცდაზე გამსვლელი პირი დაწესებულებაში უნდა გამოცხადდეს წინასწარ განსაზღვრულ თარიღსა და დროზე. სხვა შემთხვევაში აკადემიაში მოსვლა დაუშვებელია განრიგისგან განსხვავებულ დროს
  • საგამოცდო ცენტრში არცერთი პირი არ დაიშვება დამცავი ნიღბის გარეშე
  • გამოცდაზე გამსვლელი პირი ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები. მათ შორის, ცენტრში შემოსვლისთანავე დაიბანოს ხელები, დაიმუშაოს ანტიბაქტერიული ხსნარით და ასევე, გაწმინდოს პირადი ნივთები
  • გამოცდის პერიოდში საგამოცდო კომპიუტერთან მუშაობისას მსმენელი ვალდებულია ეკეთოს დამცავი ნიღაბი და ხელთათმანი, რომელითაც BDO Academy უზრუნველყოფს
  • გამოცდაზე გამსვლელ პირსა და დამკვირებელს შორის მოხდება უსაფრთხო დისტანციის დაცვა (2მეტრი)

დარჩი სახლში თუ:

  • ხარ ქრონიკული დაავადების მატარებელი
  • გაქვს Covid-19-სთვის დამახასიათებელი ნიშნები
  • კონტაქტი გქონდა კოვიდ ინფექციის მატარებელ პირთან

BDO Academy უკვე რამდენიმე წელია ACCA-ის მიერ ლიცენზირებული CBE (Computer based exam centre) და Pearson VUE-ს ავტორიზებული საგამოცდო ცენტრია. კომპიუტერიზებული საგამოცდო ცენტრი – CBE ACCA-ის სტუდენტებს გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩაბარების საშუალებას აძლევს, ხოლო Pearson VUE უზრუნველყოფს ინდუსტრიაში ყველაზე დაცულ გარემოს ონლაინ სასერტიფიკატო და სალიცენზიო გამოცდებისთვის ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ფინანსები და მასთან დაკავშირებული სფეროები, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი