ახალი ამბებირეკლამა

ბიდიო აკადემიამ კიდევ ერთხელ მოიპოვა ACCA-ის აკრედიტირებული სასწავლო ცენტრის ოქროს სტატუსი

6 სექტემბერი, 2021 •
ბიდიო აკადემიამ კიდევ ერთხელ მოიპოვა ACCA-ის აკრედიტირებული სასწავლო ცენტრის ოქროს სტატუსი

უკვე 5 წელია, რაც BDO Academy ერთადერთი სასწავლო ცენტრია საქართველოში, რომელიც ACCA Global-ის ოქროს ALP სტატუსის მფლობელია და ამ პროგრამის გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს ახორციელებს. ბიდიო აკადემიამ კიდევ ერთხელ წარმატებით გაიარა ხარისხის მიმოხილვის პროცესი და ALP-ის ოქროს სტატუსი განაახლა. 

პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის Approved Learning Partner (ALP) სტატუსი ოფიციალურ აკრედიტაციას აძლევს სწავლების წამყვან პროვაიდერებს, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობენ ხარისხიან განათლებასა და მხარდაჭერას ACCA-ის კვალიფიკაციის მისაღებად. 

ACCA Global-ის ALP სტატუსის მიზანია:

  • მსოფლიოს მასშტაბით აღიაროს უმაღლესი ხარისხის სწავლების პროვაიდერები, რომლებმაც აჩვენეს თავიანთი წარმატება სტუდენტების მხარდაჭერაში ACCA-ის კვალიფიკაციის მიღების გზაზე; 
  • მხარი დაუჭიროს ACCA პროგრამის სწავლების პარტნიორებს, რათა ერთად უზრუნველყონ სტუდენტების წარმატებული საერთაშორისო კარიერა.

ბიზნესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ბუღალტრებსა და ფინანსური აღრიცხვის პროფესიონალებს უკავიათ, სწორედ ამიტომ, ბიდიო აკადემიის მიზანია, ACCA-ის გლობალური ხარისხის მეშვეობით, ხელი შეუწყოს კვალიფიციური კადრების შექმნას ფინანსების სფეროში.

პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (ACCA), წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მზარდ საერთაშორისო საბუღალტრო ორგანიზაციას, რომელსაც 178 ქვეყნის მასშტაბით 233 000  წევრი და 536 000 სტუდენტი ჰყავს. 

BDO Academy-ში ACCA-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, რაც სტუდენტებს ეხმარებათ გამოცდების მარტივად ჩაბარებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი