ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში დღეიდან sputnik-ით ვაქცინაცია დაიწყო

12 მაისი, 2021 • 764
აფხაზეთში დღეიდან sputnik-ით ვაქცინაცია დაიწყო

აფხაზეთში დღეიდან sputnik-ით ვაქცინაცია დაიწყო. ოფიციალური ცნობით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.

ოფიციალური ინფორმაციითვე, დღეს, 12 მაისს 15 ადამიანი უნდა აიცრას.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის უწყების ცნობით, რუსულმა მხარემ აფხაზეთს პირველ ეტაპზე ვაქცინის 6 500 დოზა გადასცა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული  “სპუტნიკით” ვაქცინაცია  4 მაისს დაიწყო.

რუსეთმა სოხუმს 6500 ვაქცინა გადასცა

მასალების გადაბეჭდვის წესი