ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთმა სოხუმს 6500 ვაქცინა გადასცა

30 აპრილი, 2021 • 930
რუსეთმა სოხუმს 6500 ვაქცინა გადასცა

აფხაზეთში რუსეთის მიერ წარმოებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სპუტნიკს V-ის 6500 დოზა ჩაიტანეს. ეს არის პირველი ვაქცინები, რომელიც რუსეთმა აფხაზეთს გაუგზვნა.

“სპუტნიკის” ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი თამაზ ცახნაკია აცხადებს, რომ მოსახლოების ვაქცინაცია მაისის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე აფხაზეთში სამედიცინო მუშაკები აიცრებიან, შემდეგ, სხვა პროფესიის ადამიანები: პედაგოგები, ძალოვნები და ა.შ. ამის შემდეგ, ცახნაკიას თქმით, აიცრებიან რიგითი მოქალაქეები, ვინც სურვილს გამოთქვამს.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ვაქცინების შემდეგი პარტიის მიწოდება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად აითვისებენ ზემოხსენებულ 6500 დოზას.

მასალების გადაბეჭდვის წესი