რუსეთმა სოხუმს 6500 ვაქცინა გადასცა

აფხაზეთში რუსეთის მიერ წარმოებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სპუტნიკს V-ის 6500 დოზა ჩაიტანეს. ეს არის პირველი ვაქცინები, რომელიც რუსეთმა აფხაზეთს გაუგზვნა. “სპუტნიკის” ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი თამაზ ცახნაკია აცხადებს, რომ მოსახლოების ვაქცინაცია მაისის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე აფხაზეთში სამედიცინო მუშაკები აიცრებიან, შემდეგ, სხვა პროფესიის ადამიანები: პედაგოგები, ძალოვნები და ა.შ. … ვრცლად რუსეთმა სოხუმს 6500 ვაქცინა გადასცა