ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მოუწოდებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერონ და პარლამენტში შევიდნენ.

კუბილიუსის თქმით, საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია.

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო საქართველოში “ნაციონალური მოძრაობიდან”, მინდა მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას და შეხვიდეთ პარლამენტში! საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, რათა მთავრობის კონტროლი გახდეს ეფექტური. ასე მუშაობს დემოკრატია ევროპაში! იმედი მაქვს, რომ იგივეს ვიხილავთ საქართველოში”, — წერს კუნილიუსი ტვიტერზე.

ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა არის და ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.