ნეტგაზეთი | “ასტრაზენეკას” მეორე დოზაზე რეგისტრაცია გაიხსნა “ასტრაზენეკას” მეორე დოზაზე რეგისტრაცია გაიხსნა – Netgazeti
RU | GE  

“ასტრაზენეკას” მეორე დოზაზე რეგისტრაცია გაიხსნა

“ასტრაზენეკას” კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია გაიხსნა. თავად აცრის პროცესი 10 მაისიდან დაიწყება.

აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია პლატფორმაზე booking.moh.gov.ge ან ნომერზე 1522. პორტალზე რეგისტრაცია 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით გაიხსნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დოზებს შორის ინტერვალი 4-12 კვირაა. სამედიცინო დაწესებულების არჩევა მოქალაქეებს სურვილისამებრ შეუძლიათ. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აიცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.