ახალი ამბები

ბელგია საქართველოს ვაქცინებს ჩუქნის

4 აგვისტო, 2021 • 2356
ბელგია საქართველოს ვაქცინებს ჩუქნის

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანა გეგმავს, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს 2021 წლის ბოლომდე, საერთო ჯამში, 4 მილიონი დოზა ვაქცინა გადასცეს. პირველ ეტაპზე კი საქართველო, სომხეთი და კოსოვო 225 600 დოზა “ასტრაზენეკას” მიიღებს.

“ბელგია კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმოებასა და მიწოდებაში სტრატეგიულ როლს თამაშობს. ვაქცინაციის კამპანია ჩვენს ქვეყანაში კარგად მიმდინარეობს. გვსურს, რომ წავახალისოთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენი პარტნიორებისთვის ვაქცინების მიწოდებასა და წარმოებას”, – ნათქვამია ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, 4 მილიონი ვაქცინის დოზა ბელგიას ფარმაცევტული კომპანიების რეზერვებიდან აქვს შეძენილი. დოზები სხვადასხვა პლატფორმის, მათ შორის კოვაქს ინიციატივის, გაეროს ბავშვთა ფონდის და GAVI-ის დახმარებიით გადანაწილდება.

“ეს შემოწირულობა არის ჩვენი ევროპული თანამშრომლობის მაგალითი ამ პანდემიის დასამარცხებლად და გლობალური ვაქცინაციის დასაჩქარებლად. გარდა ამისა, ჩვენ ასევე მზად ვართ ვიპოვოთ სტრუქტურული გზები მთელ მსოფლიოში [ვაქცინების] წარმოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მაგალითად, ევროპის გუნდის ფარგლებში, ჩვენ ვმუშაობთ ინიციატივებზე, რომლებიც აფრიკის ქვეყნებში ვაქცინების წარმოების შესაძლებლობას შექმნის. ჩვენ ასევე გვსურს ადგილობრივი სამედიცინო სტრუქტურების გაძლიერებაც”, – განაცხადა ბელგიის თანამშრომლობის განვითარების და ძირითადი ქალაქების პოლიტიკის მინისტრმა, მერიამ კიტირიმ.

ვაქცინის 4 მილიონი დოზის მიწოდების პირველ ეტაპზე 168 000 დოზა ასტრაზენეკას მიიღებს უკრაინაც. თუმცა განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული. თუ როდის უნდა დაიწყოს ბელგიამ დოზების გადაცემა სხვა ქვეყნებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი