ახალი ამბები

ასტრაზენეკას მეორე დოზა უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი — ტიკარაძე

2 ივლისი, 2021 • 764
ასტრაზენეკას მეორე დოზა უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი — ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ასტარეზენეკას” ვაქცინის პირველი დოზით აცრილი ადამიანებისთვის მეორე დოზა ხელმისაწვდომი უახლოეს დღეებში იქნება. ამის შესახებ ტიკარაძემ დღეს, 2 ივლისს, განაცხადა.

“კოვაქსპლატფორმასთან მიმართებით ჩვენ ჯერ არ გვაქვს დაზუსტებული თარიღი, თუმცა რაც შეეხება დონაციას იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე რეგისტრირებულები არიან და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ 10-დან 12 კვირამდე მიიღონ მათი კუთვნილი ვაქცინა, მოლაპარაკება დასრულებული არის და უახლოეს დღეებში მათ ექნებათ ხელმისაწვდომობა ვაქცინასთან მიმართებით, არანაირი წყვეტა ამ კომპონენტში არ იქნება”, – განაცხადა ტიკარაძემ.

რატომ გაუქმდა „ასტრაზენეკაზე“ ჯავშნები – გამყრელიძის განმარტება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი