“ასტრაზენეკას” კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია გაიხსნა. თავად აცრის პროცესი 10 მაისიდან დაიწყება.

აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია პლატფორმაზე booking.moh.gov.ge ან ნომერზე 1522. პორტალზე რეგისტრაცია 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით გაიხსნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დოზებს შორის ინტერვალი 4-12 კვირაა. სამედიცინო დაწესებულების არჩევა მოქალაქეებს სურვილისამებრ შეუძლიათ. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აიცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით.