“საქართველოს ლეიბორისტული პარტია” ჰომოფობიურ ნიადაგზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ის გმობს მსგავს შემთხვევებს და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს.
“სექსუალური უმცირესობების მიმართ ჰომოფობიურ ნიადაგზე ბოლო დროს გახშირებულ თავდასხმებს და მოითხოვს დამნაშავეთა მკაცრად დასჯას. ასეთი მოვლენები უაღრესად საშიშია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის და ძირშივე ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის ჰუმანისტურ ტოლერანტულ ტრადიციებს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს ლეიბორისტული პარტია გმობს სექსუალური უმცირესობების მიმართ ჰომოფობიურ ნიადაგზე ბოლო დროს გახშირებულ…
Posted by ლეიბორისტული პარტია • Labour Party on შაბათი, 24 აპრილი, 2021
21 აპრილს ორგანიზაცია Tbilisi Pride-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში ლესბოსელ წყვილს ჰომოფობურ ნიადაგზე მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით თავს დაესხნენ.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდამსხმელმა გაიგო, რომ ერთ-ერთი დაზარალებული Tbilisi Pride-შია დასაქმებული. თავდასხმაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ აქტივისტებმა ინფორმაცია 24 აპრილს გაავრცელეს. მათი ცნობით, დაზარალებული ამჯერადაც ლესბოსელი წყვილია. ერთ-ერთმა აქტივისტმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ თავდასხმისას ისმოდა ჰომოფობიური შეძახილებიც.
აქტივისტთა ცნობით, თბილისში თავს დაესხნენ კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს








