ახალი ამბები

WHO ორი ჩინური ვაქცინის ავტორიზაციაზე 26 აპრილსა და 3 მაისს იმსჯელებს

23 აპრილი, 2021 • 948
WHO ორი ჩინური ვაქცინის ავტორიზაციაზე 26 აპრილსა და 3 მაისს იმსჯელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები 26 აპრილს იმსჯელებენ „სინოფარმის“ კორონავირუსის ვაქცინისთვის საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის მინიჭებაზე. იმავე პროცედურას 3 მაისს გაივლის „სინოვაკი“. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

აქამდე ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მხოლოდ Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Johnson & Johnson-ის ვაქცინებმა მიიღეს. ავტორიზაცია ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ვაქცინებს უსაფრთხოდ და ეფექტიანად მიიჩნევს.

საქართველოში უკვე შეიძინეს “სინოფარმის” 100 ათასი დოზა, “სინოვაკის” ამდენივე დოზა კი ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო. როგორც ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, ამ ვაქცინის გამოყენებას მაისში, WHO-ს ავტორიზაციის შემდეგ დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი