ახალი ამბები

ჩინეთში პირში შესასხურებელი ვაქცინა დაამტკიცეს

6 სექტემბერი, 2022 • 1166
ჩინეთში პირში შესასხურებელი ვაქცინა დაამტკიცეს

ჩინეთში ბუსტერ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინა დაამტკიცეს, რომელიც აეროზოლის სახით გამოიყენება. ინფორმაციას ამის შესახებ თავად პრეპარატის მწარმოებელი კომპანია CanSino Biologics Inc. ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვექტორული ტექნოლოგიითაა დამზადებული, თუმცა ტრადიციული ინექციის ნაცვლად, მისი პირში შესხმა ინჰალატორის მეშვეობითაა შესაძლებელი. პრეპარატის მწარმოებლები აცხადებენ, რომ ვაქცინა ისეთივე ეფექტურია, როგორიც ნემსით ინექციის შემთხვევაში და იმუნურ დაცვას მხოლოდ ერთი შესხურებით უზრუნველყოფს.

CanSinoBIO-ს თქმით, პრეპარატის კლინიკური ტესტირება 2021 წლის მარტში დაიწყო და კვლევის შედეგები მოგვიანებით სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა. მწარმოებლის განცხადებით პრეპარატი უზრუნველყოფს ძლიერ იმუნიტეტს და ეფექტურად აფერხებს ვირუსის გავრცელებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი