ახალი ამბები

ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ – ქნირში

18 აპრილი, 2021 •
ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ – ქნირში
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში “ქართული ოცნების” მიერ კრისტიან დანიელსონის წარდგენილ დოკუმენტზე ცალმხრივად ხელმოწერას ეხმაურება და ამბობს, რომ ყველა ძალამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.

“მოხარული ვარ, რომ “ქართული ოცნება” დაეთანხმა დანიელსონის გეგმას. გეგმის ცალკეული პუნქტები კარგ ნაბიჯებს წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის შემდგომი განვითარებისათვის. ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და შემდეგ პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ. ყველა ძალამ, რომელსაც სურს შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისა და მისი ევროპული გზის წინაშე, ახლა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა”, – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

16 აპრილს “ქართული ოცნებამ” განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს ცალმხირვად აწერს. 

თუმცა, ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ არ აპირებენ კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერას პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხის გადაწყვეტის გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი