ახალი ამბები

“ოცნება” დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს – თალაკვაძე

16 აპრილი, 2021 •
“ოცნება” დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს – თალაკვაძე

“ქართული ოცნება” კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს ცალმხირვად აწერს. ამის შესახებ დღეს, 16 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნება” დანიელსონის დოკუმენტში მოცემულ პუნქტებს იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ ხელს ოპოზიციაც მოაწერს.

“დღეს “ქართული ოცნება” საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავიაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში. დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციის შემმხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ევროკავშირმა ამ დოკუმენტში არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა”, — განაცხადა თალაკვაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის ბოლო შეხვედრა 30 მარტს  უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდა კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული შეთანხმების პროექტი, რომელიც 5 ნაწილისგან შედგება: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები.

“ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა, ოპოზიციამ კი — ხელისუფლებას.

ხელისუფლება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი