ახალი ამბები

დღეს “ქართულ ოცნებასა” და  ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება

18 აპრილი, 2021 • 964
დღეს “ქართულ ოცნებასა” და  ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღეს, 18 აპრილს, “ქართულ ოცნებასა” და  ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ევროკავშირის წარმომადგენლობაში ადასტურებენ.

თავდაპირველად შეხვედრა თავდაპირველდა შეხვედრა 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა შემდეგ ორჯერ, ჯერ 17:00-მდე, შემდეგ კი 19:00 საათამდე გადაიდო.

ცნობილია, რომ შეხვედრას ევროკავშირის და აშშ-ს ელჩები დაესწრებიან.

“ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეხვედრა ბოლოს 30 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გაიმართა, რა დროსაც მედიატორმა მხარეებს თავისი წინანადებება შესთავაზა, თუმცა შეხვერდა უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდა კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული შეთანხმების პროექტი, რომელიც 5 ნაწილისგან შედგება: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები.

“ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა, ოპოზიციამ კი — ხელისუფლებას.

16 აპრილს “ქართული ოცნებამ” განაცხადა, რომ  კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს ცალმხირვად აწერს. 

თუმცა, ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ არ აპირებენ კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერას პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხის გადაწყვეტის გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი