“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ დოკუმენტს, რომელიც ვადამდელ არჩევნებს არ შეიცავს და რომელშიც “პოლიტპატიმრების საკითხი ბუნდოვანია”, ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ ბოკერიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს ცალმხირვად აწერს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ვერ აიღებს 40%-ს ან მეტს, ის მზად არის განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნები [ვადამდელ] არჩევნებთან დაკავშირებით.
ბოკერიას თქმით, შეთანხმების საგანი უნდა იყოს ან პირდაპირ ვადამდელი არჩევნების, ან ამ საკითხზე პლებისციტის დანიშვნა.
“იმ სამ პუნქტზე ჩვენ ახლაც თანახმა ვართ, ოღონდ, ბუნბრივია, ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ვადამდელ არჩევნებზე ან პლებისციტზე შეთანხმებას ვადამდელ არჩევბნებთან დაკავშირებით. 40%-ზე რას გულისხმობდა, ვერ მივხვდი და ისედაც ბუნდოვანი ფრაზებით საუბრობდა ბატონი თალაკვაძე. მაგრამ ჩვენი ზღვრები ყველასთვის ცნობილია — ან უნდა შევთანხმდეთ პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე, ან პლებისციტზე. ხალხს ვკითხოთ, სურთ თუ არა, რომ არჩევნები იყოს 2022 წლის დასაწყისში, მაგალითად, და პოლიტპატიმრების საკითხი, მე ამ ბრიფინგინდან ვერ გავიგე. ანუ თუ პოლიტპატიმრების ათავისუფლებენ ახლავე, ეს კარგი ნაბიჯი იქნება. ეს არ არის საკმარისი განმუხტვისთვის, მაგრამ აუცილებელი პირობაა განმუხტვის დასაწყებად. დროზე უნდა ვნახოთ მელია და რურუა თავისუფალი და სხვა საქმეები შეწყდეს[…]
[დანიელსონის] დოკუმენტი იყო არასრულფასოვანი. პოლიტპატიმრებზეც ბუნდოვანი იყო ჩანაწერი, არ იძლეოდა მკაფიო გარანტიას. ამიტომ შედეგი უნდა ვნახოთ ჩვენ. ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ პოლიტიკური დევნა შეწყდა.
დოკუმენტს, რომელიც ვადმადელი არჩევნებს არ შეიცავს და პოლიტპატიმრების საკითხი ბუნდოვანია, ხელს არ მოვაწერთ. გრძელდება პროტესტი ქვეყნის შიგნით და კრიზისიდან გამოსვლა ჯერ ვერ დაიწყება, სანამ პოლიტპატიმრებზე შეთანხმება არ არსებობს და სანამ ვადამდელ არჩევნებზე ან პლებისციტზე არ არსებობს შეთანხმება”, – განაცხადა ბოკერიამ “პალიტრანიუსთან”.