ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მღვდელმთავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი სამედიცინო დეტალები დაკონკრეტებული არ არის. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მრევლს მოუწოდებს, მიტროპოლიტი ლოცვებში მოიხსენიონ.