ახალი ამბები

“თუ 40%-ს ვერ ავიღებთ, განივიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს არჩევნებზე” – თალაკვაძის შეთავაზება

16 აპრილი, 2021 • 1293
“თუ 40%-ს ვერ ავიღებთ, განივიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს არჩევნებზე” – თალაკვაძის შეთავაზება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ვერ აიღებს 40%-ს ან მეტს, ის მზად არის განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნები არჩევნებთან დაკავშირებით.

დღეს თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ შეთანხმების პროექტს ცალმხრივად ხელს მოაწერს და თუ იგივე ნაბიჯს ოპოზიციაც გადადგამს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს შეასრულებს.

„გარდა ამისა, ჩვენ არათუ კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, მეტიც, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი“, – ამბობს თალაკვაძე.

დამატებით კითხვაზე, თუ რას გულისხმობს 40%-იან პრინციპში, თალაკვაძე ამბობს, რომ ეს ტესტია პარტიისთვის, შემდეგ კი განმარტავს.

„მოგეხსენებათ, რომ 40% არის საკმარისი ლეგიტიმიაცია, რომ მმართველობის პასუხიმსგებლობა პარტიამ აიღოს თავის თავზე. ეს ტესტი არის ჩვენი მხრიდან შეთავაზებული….

ჩვენ მზად ვართ, რომ 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოვიყენოთ, რაც ნიშნავს, რომ თუ მმართველი პარტია ვერ მიიღებს 40%-ს თვითმმართველობის არჩევნებზე, ამ შემთხვევაში განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს არჩევნბეთან დაკავშირებით“, – განმარტავს თალაკვაძე.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი