ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინში” ახალი მმართველი დანიშნა

15 აპრილი, 2021 •
კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინში” ახალი მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) “კავკასუს ონლაინში” ახალი სპეციალური მმართველი დანიშნა. GNCC-ის ინფორმაციით, კომპანიის ახალი სპეციალური მმართველი თამარ ბოკუჩავას იქნება, ხოლო ძველმა მმართველმა გადაყენების თხოვნით კომისიას თავად მიმართა.

“ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მარიამ სულაბერიძემ, რომელიც ამავდროულად კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორია, კომუნიკაციების კომისიას მიმართა თხოვნით, გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან.

სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში კომპანია „ოუფენ ნეტმა“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაცია დღეს გაიარა.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის“ 461 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტის თანახმად, სპეციალური მმართველი არ შეიძლება იყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი სხვა კომპანიის დირექტორი.  სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა მარიამ სულაბერიძის განცხადების საფუძველი”,-აცხადებენ კომისიაში.

სულაბერიძე კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალურ მმართველად 2020 წლის პირველ ოქტომბერს დანიშნა. კომისიაში აცხადებენ, რომ  „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი ერთი წლის განმავლობაში “კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის” გამო დაინიშნა.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის “მიერ კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება”. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა. მათი თქმით, ერთი წლის განმავლობაში, 6 სანქციის მიუხედავად “, კომპანიამ კანონი არ აღასრულა”.

ახალი მმართველი თამარ ბოკუჩავა  2017 წლიდან GNCC-ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი