ახალი ამბები

ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება

15 აპრილი, 2021 •
ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ხვალ, 16 აპრილს, AstraZeneca-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გერმანული გამოცემა WELT ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კანცლერი აკმაყოფილებს როგორც ასაკობრივ, ასევე სხვა კრიტერიუმებს, რომლებიც ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაციისთვის მოქმედებს.

გასულ კვირას ევროპის წამლის სააგენტომ [EMA] გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილ ასტრაზენეკას ვაქცინის “ძალიან იშვიათ” გვერდით მოვლენებს შორის უნდა იყოს შეყვანილი თრომბის (სისხლის კოლტების) წარმოქმნა, რომელსაც თან ახლავს თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი.

აღნიშნული გართულება 55 წლამდე პაციენტებში, ძირითადად ახალგაზრდებში  გამოვლინდა, რის შემდეგაც ქვეყნების ნაწილმა 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეების იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით შეზღუდა. მსგავსი რეგულაცია დაწესდა საქართველოშიც.

ევროპის წამლის სააგენტომ “ასტრაზენეკას” ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირი გამოავლინა

მასალების გადაბეჭდვის წესი