ახალი ამბები

ევროპის წამლის სააგენტომ “ასტრაზენეკას” ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირი გამოავლინა

7 აპრილი, 2021 •
ევროპის წამლის სააგენტომ “ასტრაზენეკას” ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირი გამოავლინა

ევროპის წამლის სააგენტოს [EMA] დასკვნით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილ ასტრაზენეკას ვაქცინის “ძალიან იშვიათ” გვერდით მოვლენებს შორის უნდა იყოს შეყვანილი თრომბის (სისხლის კოლტების) წარმოქმნა, რომელსაც თან ახლავს თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

EMA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დასკვნის გამოსატანად კომიტეტმა ყველა არსებული მტკიცებულება, მათ შორის, დროებითი ექსპერტთა ჯგუფის რჩევებიც გაითვალისწინა.

“EMA ახსენებს ჯანდაცვის პროფესიონალებს და ვაქცინის მიმღებ პირებს, რომ გაითვალისწინონ თრომბის ძალიან იშვიათი შემთხვევების ალბათობა, სისხლის თრომბოციტების დაბალ დონესთან ერთად, ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთვევათა უმეტესობა 60 წლამდე ასაკის ქალებში ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში გამოვლინდა. ამჟამინდელი მტკიცებულებების საფუძველზე, კონკრეტული რისკფაქტორები დადასტურებული არ არის.

მათ, ვისაც ვაქცინაციის მიღების შემდეგ განუვითარდებათ სისხლის შედედება და თრომბოციტების მაჩვენებელი დაიკლებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

ევროპის წამლის სააგენტოს მედიკამენტების უსაფრთხოების შეფასების კომიტეტი (PRAC) აღნიშნავს, რომ თრომბი წამოიქმნება ვენებსა და ტვინში [ცერემბრალური ვენური სინუსის თრომბოზი [CVST]], ასევე, მუცლის არეში და არტერიებში, სისხლში თრომბოციტების დაბალი მაჩვენებლითა და ზოგჯერ სისხლდენით.

კომიტეტმა ცერემბრალური ვენური სინუსის თრომბოზის ღრმა კვლევა ჩაატარა 62 შემთხვევაზე, ასევე შეისწავლა სპლანქალური ვენის თრომბოზის 24 შემთხვევა, რომელთაგან 18 ფატალური აღმოჩნდა”, — წერს EMA.

განცხადების ბოლოს ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის რისკები ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილთან არის დაკავშირებული. დაფიქსირებული თრომბისა და დაბალი თრომბოციტების კომბინაცია ძალიან იშვიათია, ვაქცინის საერთო სარგებელი COVID-19–ის პროფილაქტიკაში კი გვერდითი მოვლენების რისკს აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი